Belive

კვარაცხელია და ქოჩორაშვილი სათადარიგოზე - სპორტინგისა და პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობები

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის მატჩში, სპორტინგი საკუთარ მოედანზე პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოქმედი ჩემპიონის დამარცხებას შეეცდება.

სპორტინგის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზეა. სამწუხაროდ, ძირითად შემადგენლობაში ვერც ხვიჩა კვარაცხელია ვიხილავთ, რომელიც ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით პარი სენ-ჟერმენის სათადარიგოთა სკამზე მოხვდა.

გუნდების სასტარტო თერთმეტეული

  • სპორტინგი: რუი სილვა; მატეუს რეისი, მორიტა, კატამო, ტრინკაო, არაუხო, ფრესნედა, გონსალო ინასიო, სიმოეში, მანგასი, სუარესი.

  • პარი სენ-ჟერმენი: შევალიე; მარკინიოსი, პაჩო, ზაირ-ემერი, ფაბიან რუისი, მაიულუ, ნუნო მენდეში, ბარკოლა, ვიტინია, დემბელე, დუე.

სხვა სტატიები