ლამინე იამალი: "ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ გუნდთან ფავორიტები ვართ, ველით მეტოქეს..."
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულებულია.
უკვე ცნობილია იმ 8 კლუბის ვინაობა, რომლებიც პირდაპირ 1/8-ფინალში ითამაშებს, ხოლო 16 გუნდი კი პლეი ინში ითამაშებს და იქიდან 8 გამარჯვებული 1/8-ფინალში გადავა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულება შეეძლო "ბარსელონას", რომელთაც "ატალანტასთან" გამარჯვება სჭირდებოდათ, თუმცა მათ საკუთარ კედლებში ბოლო წლების იტალიურ გრანდს 2:2 ეთამაშნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ კი პლეი-ოფის შესახებ, ესპანელმა სუპერვარსვლავმა - ლამინე იამალმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მოუთმენლად მათი მეტოქის გაგებას, რადგან ყველასთან ფავორიტები იქნებიან.
"1/8-ფინალში პსჟ-ს შევხვდებით? სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დავიკავეთ, ნებისმიერ გუნდთან ფავორიტები ვართ… რომელი გუნდიც არ უნდა იყოს, აქ დაველოდებით და დავამარცხებთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ამ შეჯიბრის მოგებაა..." - ლამინე იამალი
17 წლის ლამინე იამალმა ჯგუფური ეტაპი 2 გატანილი გოლითა და 2 შესრულებული საგოლე გადაცემით დაასრულა.
პლეი-ინის წილისყრა პარასკევს, 31 იანვარს გაიმართება, მატჩები კი 11-12 და 18-19 თებერვალსაა ჩანიშნული.