UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო გოლი დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის საუკეთესო გოლი გამოავლინა.
აღნიშნული აღიარება ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელს, გაბრიელ ჟეზუსს ერგო, რომელმაც "სევილიას" კარში გოლი ეფექტური დარტყმით გაიტანა.
🇧🇷 Jesus' emphatic finish takes top spot 👏#UCLGOTW | @Heineken pic.twitter.com/5LC2IN6b2n
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) October 27, 2023
ინგლისელებმა ესპანელებს იმ მატჩში - 2:1 აჯობეს და B ჯგუფში 6 ქულით ლიდერობენ. შემდეგ მატჩს "მეთოფეები" 8 ნოემბერს, ისევ ანდალუსიელებთან, უკვე ლონდონში გამართავენ.