Belive

UEFA-მ ბელგიისა და შვედეთის მატჩზე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ბელგიისა და შვედეთის დაპირისპირება შედგა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა. მატჩის შეწყვეტის მიზეზი ტეროტისტული თავდასხმა გახდა, რომელსაც შვედეთის საფეხბურთო ნაკრების 2 გულშემატკივრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია. UEFA-ს გადაწყვეტილებით ბელგიისა და შვედეთის შეწყვეტილი მატჩი აღარ განახლდება და პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში (1:1) საბოლოოდ ჩაითვლება.

F-ჯგუფში ბელგია 17 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილზე მყოფ ავსტრიას 16 ქულა აქვს, ხოლო მესამე ადგილს შვედეთი იკავებს (7). საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ბელგიამ და ავსტრიამ ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება გაინაღდეს.

სხვა სტატიები