Belive

UEFA კრიშტიანუ რონალდუს განსაკუთრებულ ჯილდოს გადასცემს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს დააჯილდოებს. კრიშტიანუ რონალდუ UEFA-სგან განსაკუთრებულ პრიზს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობის გამო მიიღებს.

39 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს UEFA ტურნირის ახალი ფორმატით გასამართი გათამაშების დაწყებამდე, წილისყრის დრო, მონაკოში გადასცემს.

ჩემპიონთა ლიგის 183 მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ 140 გოლის გატანა მოახერხა და ამ შედეგით ისტორიაში საუკეთესოა. რაც შეეხება მეორე ადგილს, აქ რა თქმა უნდა, ლეო მესია, რომელსაც 11 გოლით ნაკლები აქვს შეგდებული. მესამე პოზიციას რობერტ ლევანდოვსკი 94 გოლით იკავებს.

5 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელმა "ალ ნასრის" შემადგენლობაში უკვე მესამე სეზონი დაიწყო და 4 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები