Belive

ინიგო მარტინესი ბარსელონადან საუდის არაბეთში წავიდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა, ინიგო მარტინესმა, ბარსელონასთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა და თავისუფალი აგენტის სტატუსით, საუდის არაბეთის კლუბს, ალ ნასრს შეუერთდა.

ალ ნასრში გადასვლის შემდეგ, ინიგომ ინსტაგრამზე ბარსელონას მაისურით გატარებული საუკეთესო მომენტების ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს თბილად დაემშვიდობა.

გმადლობ, ბარსელონა! დღეს მე ვემშვიდობები ამ კლუბს, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში კვალი დატოვა. ამ გერბის დაცვა პატივი და პასუხისმგებლობა იყო, რომელსაც ყოველდღე სიყვარულითა და ერთგულებით ვატარებდი. ოცნებას ვაცოცხლებდი.

პირველი დღიდან ბოლო დღემდე ამ მაისურის ტარება დიდი პრივილეგია იყო. მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, რომლებმაც ჩემი სჯეროდათ, ტექნიკურ პერსონალს მათი ჩუმი, მაგრამ მნიშვნელოვანი შრომისთვის და ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი ოჯახი გახდნენ. - წერს ინიგო მარტინესი
View this post on Instagram

A post shared by Iñigo Martinez (@inigomartinez)

მარტინესი ბარსელონაში 2023 წელს, ბილბაოს ატლეტიკიდან გადავიდა. მან ბლაუგრანას შემადგენლობაში 71 მატჩი ჩაატარა და კლუბს 2024/25 წლების ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ტიტულების მოგებაში დაეხმარა. გასულ სეზონში, სათამაშო ხარისხით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბარსას შემადგენლობაში.

სხვა სტატიები