UEFA | ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი აღიარება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, საინტერესო სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც "ნაპოლისა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია მეხუთე ადგილს იკავებს.
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ 29 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. ამ მაჩვენებლით კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს და ისეთ სახელოვან ვარსკვლავებს უსწრებს, როგორიცაა: ნეიმარი და იანიკ კარასკო.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი (39) დრიბლინგი ოსმან დემბელემ და კილიან მბაპემ შეასრულეს.