Belive

UEFA ევროტურნირების ახალ ფორმატს განიხილავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA ევროპის კლუბების ასოციაციასთან ერთად ახალი ტურნირის შექმნის კონცეფციას განიხილავს, რომელიც 3 სხვადასხვა დონის ლიგისგან უნდა დაკომპლექტდეს.

El Pais-ის ინფორმაციით, ახალი ტურნირი სამი სხვადასხვა დივიზიონი იქნება, სუპერლიგა, ევროპა ლიგა და კანდიდატთა ლიგა. თითოეული დივიზიონი 18 გუნდით იქნება დაკომპლექტებული. ევროპა ლიგასა და სუპერლიგას შორის ყოველწლიურად 2 გუნდის დაწინაურება და დაქვეითება მოხდება, ხოლო ევროპა ლიგასა და კანდიდატთა ლიგას შორის კი, ამ მიმართულებით რაოდენობა ოთხის ტოლი იქნება.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ახალი ტურნირის მონახაზში გათვალისწინებულია გუნდების დაწინაურების შემდეგი სისტემა: გარდა უშუალოდ სუპერლიგაში ნაჩვენები შედეგისა, დათვლილი იქნება შიდა ჩემპიონატის შედეგები. შედეგები არა მხოლოდ მიმდინარე სეზონით, არამედ გასული 3 ან 5 წლის მონაცემების მიხედვით დაჯამდება. შესაძლებელია, რომ გუნდების რაოდენობა 34-მდეც გაიზარდოს, ამ ყველაფერმა კი გუნდებს დამატებითი ფინანსური სარგებელი მოუტანოს.

კალენდართან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, თითოეული დივიზიონი შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად, რომელსაც დასკვნითი, ფინალური ეტაპიც ექნება.

ახალი ფორმატის განხილვა სექტემბრის ბოლოს შედგა, თუმცა ცვლილებები 2027 წლამდე არ იგეგმება.

სხვა სტატიები