ჯანლუიჯი დონარუმა: "არ გეგონოთ, რომ ამით რამე დასრულდა, წინ მანჩესტერული თამაშია"
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ყველა მატჩი უკვე გაიმართა, წინ კი საპასუხო მატჩებია, რომელიც 17-18 მარტს გაიმართება.
მთავარი დაპირისპირება მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მადრიდის რეალმა, მანჩესტერ სიტი 3:0 ფედერიკო ვალვერდეს ჰეთ-თრიქით გაანადგურა.
მანჩესტერ სიტის მეკარემ - ჯიჯი დონარუმამ ბერნაბეუზე განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"სამწუხაროდ, ყველაფერი ისე ვერ მოხდა, როგორც გვსურდა, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა - ჯერ არაფერია დასრულებული. მერწმუნეთ, მანჩესტერ სიტი საშინაო არენაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებასა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას შეეცდება.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ „რეალის“ ისტორია ყველაფერზე მეტყველებს. ფაქტია, მადრიდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი ძალა.
როდესაც შენი მეტოქე სამეფო კლუბია, ორმაგი ძალისხმევა გმართებს, ეს სრული ჭეშმარიტებაა."
- ჯანლუიჯი დონარუმა
მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის საპასუხო დაპირისპირება 17 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.