Belive

UEFA დინამო არენაზე შესრულებულ საქართველოს ჰიმნს გამოეხმაურა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა, "დინამო არენაზე" ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დროს შესრულებული ჰიმნის კადრები გამოარჩია.

ტურნირის ოფიციალურ გვერდზე სავსე "დინამო არენას" კადრები გავრცელდა, როცა ფეხბურთელები, ნაკრების წევრები და გულშემატკივარი ეროვნულ ჰიმნს ერთხმად ასრულებენ.

საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ნიდერლანდების U21 ნაკრებს დაუპირისპირდება - მატჩი 27 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

A ჯგუფში ჩატარებული 2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, ამ მატჩში სულ მცირე 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში კი ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.

სხვა სტატიები