U21 | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში გავიდა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღევანდელი გამარჯვებით შვედეთს გადაუსწრო და ჯგუფში 19 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა.
შედეგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.
საქართველოს გარდა, პლეი-ოფში კიდევ 5 ნაკრები ითამაშებს და სულ 3 საგზური გათამაშდება. მატჩები მიმდინარე წლის 11-19 ნოემბერსაა ჩანიშნული.
ნაკრებები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე გაფორმებული აქვთ:
სლოვაკეთი (მასპინძელი)
ნიდერლანდები
ესპანეთი
პორტუგალია
გერმანია
დანია
უკრაინა
ინგლისი
რუმინეთი
პოლონეთი
სლოვენია
საფრანგეთი
იტალია