UEFA | 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი
2023 წლის U21 ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, UEFA-ს ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე, სიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საუკეთესო თერთმეტეულში, მხოლოდ ფინალისტების - ინგლისისა და ესპანეთის მოთამაშეები მოხვდნენ.
მეკარე: ტრაფორდი (ინგლისი).
მცველები: მირანდა (ესპანეთი), კოლვილი (ინგლისი), ჰარვუდ-ბელისი (ინგლისი), (გარნერი).
ნახევარმცველები: სერხიო გომესი (ესპანეთი), ჯონსი (ინგლისი), ბლანკო (ესპანეთი), როდრი (ესპანეთი).
თავდამსხმელები: გორდონი (ინგლისი), აბელ რუისი (ესპანეთი).
England & Spain dominate 👊
— UEFA U21 EURO (@UEFAUnder21) July 11, 2023
*Selected by the UEFA Technical Observer panel #U21EURO pic.twitter.com/kqtaZOO4Ax
შეგახსენებთ, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა A-ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ, ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა. 1/4-ფინალში საქართველოსა და ისრაელის დაპირისპირება შედგა, რომელშიც სამწუხაროდ პენალტების სერიაში დავმარცხდით.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ინგლისმა ესპანეთი მინიმალური სხვაობით (1:0) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მესამედ დაეუფლა.