Belive

"ეიფორიაში მყოფ ქართველებს მოვუგეთ" - გამოხმაურება დრამატული მატჩის შემდეგ

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის C ჯგუფში, ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა შედგა, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ეს ნამდვილი დღესასწაული იყო, ფრანგებისთვის ბედნიერების საფუძველი, ქართველებისთვის კი მწარე მარცხი, რომლის დიდ გამოცდილებად გამოყენება შეიძლება. საფრანგეთმა საქართველოს 3:2 მოუგო, გამარჯვების გოლი კი 102-ე წუთზე გავიდა. ყველაზე დასანანი ისაა, რომ ჩვენი ნაკრები 75 წუთის განმავლობაში მარცხდებოდა უშანსოდ, 84-ზე კი წინ გასვლაც შევძელით... სოციალურ ქსელებსა და სტატიების კომენტარებში, ფეხბურთის უცხოელმა გულშემატკივრებმა, მატჩი სხვადასხვა კუთხით განიხილეს.

ქართველთა გამათანაბრებელმა გოლმა მეორე ტაიმს სრულიად ახალი განზომილება შესძინა (მეტი ტემპი, მეტი ინტენსივობა, მეტი შანსი). ფეხბურთი სანახაობრივად იქცა, მაგრამ ეს ჩვენი გუნდის ნაკლოვანებაზე მიუთითებს - საფრანგეთი უფსკრულთან ფლირტაობდა.

მათ მხოლოდ კარში მეორე დარტყმით გაათანაბრეს, შემდეგ წინაც გავიდნენ და ასეთ ეიფორიაში მყოფი ქართველები დავამარცხეთ, იმ 8-წუთიან მონაკვეთში ჩვენს დაცვას აჯობეს.

ვიცოდი, რომ საქართველო შეიძლება სახიფათო ყოფილიყო და მაინც, 75 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში მათი გუნდი თითქმის არ არსებობდა. ბოლოს ქართველები ძალიან დაიჩაგრნენ ჩვენი სისწრაფითა და ფიზიკური ძალით.

75-წუთიანი ცალმხრივი მატჩის ფონზე, 1:0 ნამდვილად შეუსაბამო მოცემულობა იყო. შემდეგ ორი მოულოდნელი ქართული გოლი და შემდეგ მატჩი, რომელიც თითქმის ჩაიშალა დაღლილი ქართველების მიერ, რომლებიც თამაშის რიტმს ათასგვარი ხერხით არღვევდნენ.

ერთ დღესაც შეიძლება გვყავდეს 21-წლამდელთა მწვრთნელი, რომელიც თანმიმდევრულ სათამაშო გეგმას შემოგვთავაზებს.

დიახ, წარმოუდგენელია, სასწაულსაც კი დავარქმევდი. ფრანგებმა დაიმსახურეს მოგება, არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს! მიკვირს, როგორ მოახერხეს ასეთი ტექნიკური უპირატესობით, კატასტროფასთან ასე ახლოს მისვლა.

საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები კატასტროფულია. მსაჯი გოლს ელოდა, რომ იმ წამსვე ჩაესტვინა დასრულების ნიშნად.

ძალიან ცუდია, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ასეთ მატჩებსაც კი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის აჟიოტაჟი გადაფარავს. - წერენ გულშემატკივრები

ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრებს, პორტუგალიასთან, მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. პორტუგალიელებმა პოლონეთს 5:0 მოუგეს და ჯგუფის პირველ ადგილზე არიან. მეორეზე საფრანგეთია ასევე 4 ქულით, ჩვენ კი მესამეზე 3 ქულით ვიმყოფებით.

სხვა სტატიები