Belive

პარი სენ ჟერმენმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში ,,ნანტმა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ეროვნულ ჩემპიონატში, სტუმრად გამართულ მატჩებში, პარიზული კლუბის წაუგებელი სერია 39 მატჩამდე გაიზარდა, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

,,პსჟ-მა'' 1991-1993 წლებში ,,მილანის'' მიერ დამყარებული რეკორდი (38 გასვლითი მატჩი წაუგებლად) გააუმჯობესა.

პარიზელთა შთამბეჭდავი სერია 2023 წლის 26 თებერვალს, ,,მარსელთან'' 0:3 მოგებით დაიწყო. მას შემდეგ დედაქალაქურმა კლუბმა სტუმრად 30 მატჩი მოიგო, 9 კი ფრედ დაასრულა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას პარასკევს, 25 აპრილს, ,,ნიცას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები