Belive

"უდინეზესთვის ბეკაოს ალტერნატივაა" - იტალიაში საბა საზონოვის ტრანსფერზე წერენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის "უდინეზეში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ წერს.

"მცველი, რომელიც როდრიგო ბეკაოს შეცვლის, შესაძლოა რუსეთიდან მოვიდეს. დაკვირვების ქვეშ მყოფი ფეხბურთელი საბა საზონოვია. ნამდვილი კოლოსი, იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის ორი მეტრია და ჯერ კიდევ ოცდაერთი წლისაა.

ამ ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს. ვნახოთ, სერიოზულად არის თუ არა დაინტერესებული უდინეური კლუბი ამ ფეხბურთელით დაინტერესებული და შედგება თუ არა გარიგება მხარეებს შორის", - წერს mondoudinese.it-ი.

საბა საზონოვს, რომლის მიმართაც უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ევროპული ფეხბურთის სკაუტების ინტერესი გაიზარდა, ამჟამად მსურველთა სიაში ისეთი კლუბები ჰყავს, როგორებიც იტალიის სერია A-ში მოთამაშე “ფროზინონე”, “უდინეზე”, “საუოლო”, “ლაციო” და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი “ჰამბურგია”.

21 წლის საბა საზონოვს მოსკოვის “დინამოსთან” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები