საქართველომ ფარერის კუნძულების ნაკრები დაამარცხა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სანამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს, ამხანაგური შეხვედრა ფარერის კუნძულების ნაკრებს დინამო არენაზე 1:0 მოუგო, მეორე ამხანაგურ მატჩს კი 8 ივნისს, კაპე ვერდეს წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე, ლუკა ლოჩოშვილმა, თავური დარტყმით გაიტანა. საგოლე გადაცემა გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.
შეხვეედრა იმით იყო გამორჩეული, რომ გიორგი ლორიამ ნაკრების ფორმით უკანასკნელად ითამაშა, გიორგიმ 17 წლის განმავლობაში 79 თამაში ჩაატარა.
საქართველოს ნაკრებმა ფარერებს ისტორიაში 3 შეხვედრიდან, მესამედ მოუგო.