Belive

"უდიდესი ცირკი, რომელიც ოდესმე მინახავს" - მასკერანო არგენტინის გაუქმებულ გოლზე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი სკანდალით დაიწყო - არგენტინის ნაკრებმა მაროკოს 106-ე წუთზე გატანილი გოლით გაუთანაბრა, თუმცა მატჩის მსაჯი გოლის გადასამოწმებლად გაემართა. ამ დროს მოედანზე მაროკოელი ფანები შეიჭრნენ და ფეხბურთელებს მინდვრის დატოვება მოუწიათ.

მატჩი, რომლის დასრულებამდეც 2 წუთი იყო დარჩენილი, დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ცარიელი ტრიბუნების ფონზე განახლდა და არგენტინელთა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. საბოლოოდ, დაპირისპირება მაროკოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მომხდარ ინციდენტს, არგენტინის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხავიერ მასკერანო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არასდროს უნახავს.

დაუჯერებელია, ეს არის უდიდესი ცირკი, რომელიც ოდესმენ მინახავს. - ხავიერ მასკერანო.

არგენტინის ოლიმპიური ნაკრები მომავალ შეხვედრას 27 ივლისს ერაყის წინააღმდეგ გამართავს, მაროკოელები კი ამავე დღეს უკრაინას დაუპირისპირდებიან.


სხვა სტატიები