Belive

"სამართლიანად დავიმსახურეთ ევროპის საუკეთესო გუნდთან თამაშის შესაძლებლობა" - ხავიერ მასკერანო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბოლო მატჩში ინტერ მაიამი პალმეირასს მე-80 წუთამდე 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა, მეტოქემ 2 გოლი გაუტანა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ამ შედეგით მაიამის გუნდმა 5 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა, ხავიერ მასკერანოს გუნდი 1/8-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ ინტერ მაიამის მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ მედიასთან ისაუბრა:

თამაშს სრულიად ვაკონტროლებდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი უპირატესობა გაქრა. საბოლოო სასტვენამდე ჩვენ ვერ შევძელით ინტენსივობის შენარჩუნება კარგი გუნდის წინააღმდეგ. საერთო ჯამში, გუნდმა ხასიათი აჩვენა იმის, რომ ტურნირზე მისი ადგილი არის. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე პრაქტიკულად აუტსაიდერები ვიყავით, მაგრამ დისციპლინით, ბრძოლით და უპირველეს ყოვლისა კარგი ფეხბურთის თამაშის წყალობით დაბრკოლებები გადავლახეთ და ახლა 1/8-ფინალში ვართ.

ამ დონის შეჯიბრი არ არის ის, რასაც ჩვენს შიდა ჩემპიონატში ვთამაშობთ. ეს ჩვენთივს უზარმაზარი გამოცდილება იყო და სამართლიანად დავიმსახურეთ ევროპის საუკეთესო გუნდთან თამაშის შესაძლებლობა. თითოეული მოთამაშეს ვაფასებ იმის გამო, რომ 100 პროცენტი გაიღეს. - ხავიერ მასკერანო - ინტერ მაიამის მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები