Belive

"უდიდეს შედეგს მიაღწია, მის გამო ძალიან მიხარია" - საზონოვი კვარაცხელიაზე

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების წევრი საბა საზონოვი, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებით უზომოდ გახარებულია და აღნიშნავს, რომ კვარამ და "ნაპოლიმ" ისტორია დაწერეს.

"მის გამო უზომოდ გახარებული ვარ. გადახვიდე იტალიაში და პირველივე წელს გახდე ჩემპიონი კლუბთან ერთად, რომელსაც სკუდეტო 33 წელია არ მოუგია, უდიდესი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მთელი გუნდისა და მწვრთნელის დამსახურებაა. "ნაპოლი" დიდებული გუნდია, დიდებული ფეხბურთელებითა და მწვრთნელით", - საბა საზონოვი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. “ნაპოლი” სეზონის დასკვნით მატჩს, სერია A-ს 38-ე ტურის ეგიდით, სერია B-ში დაქვეითებულ “სამპდორიასთან” გამართავს – მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები