უარი £120 მილიონზე | ისაკს ნიუკასლში არ უნდა, გუნდი ფეხბურთელს არ უშვებს
THE SUN-ის ინფორმაციით, ალექსანდერ ისაკმა ლივერპულთან ხუთწლიანი კონტრაქტის პირად პირობებზე შეთანხმებას მიაღწია, ედი ჰაუ (ნიუკასლის მწვრთნელი) თავდამსხმელის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მას ძალიან სურდა ისაკის შენარჩუნება, თუმცა ეს აღარ გამოვა.
თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დგება, რადგან ლივერპულმა "კაჭკაჭებს" პირველი და ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, სადაც ისაკის სანაცვლოდ £120 მილიონ ფუნტს იხდიდნენ, თუმცა ნიუკასლმა ეს შემოთავაზება ოფიციალურად დაბლოკა, თუმცა როგორც Sky Sports იუწყება, მეორე შეთავაზებაზე ნიუკასლის მესვეურები ვერაფერს ვეღარ იზამენ, რადგან თავად ფეხბურთელს ნიუკასლში თამაში აღარ სურს და იგი რამდენიმე დღეა, რაც ყოფილი კლუბის - რეალ სოსიედადის ბაზაზე ვარჯიშობს და კლუბს საერთოდ ჩამოშორდა.
🚨🔴 Liverpool opening bid for Alexander Isak was worth £120m package plus add-ons.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 1, 2025
Newcastle rejected as they won’t open doors at least until finding a replacement… and it’s not guaranteed, at this stage.
Isak insists with Newcastle on his clear desire to join Liverpool. pic.twitter.com/BjlqrFWxAJ
ლივერპულის ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ ისინი ისაკისთვის 150 მილიონ ფუნტს არ დაიშურებენ, მეტს კი უბრალოდ არ გადაიხდიან. მეორე ოფიციალური შეთავაზება 130-დან 140 მილიონამდე იქნება.
ალექსანდრ ისაკს "ნიუკასლთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.