Belive

U21 | ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება. 

17 სექტემბერს, რამაზ სვანაძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საბა ხარებაშვილი ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, ხოლო მის ნაცვლად 21-წლამდელთა შემადგენლობას რუსთავის მოთამაშე - ნიკოლოზ ჩიქოვანი შეუერთდება, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ივნისში, აშშ-ის წინააღმდეგ მატჩში ჰქონდა.

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).

მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა),  გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი).

  • 26 სექტემბერი - საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი | 19:00

  • 1 ოქტომბერი - ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი - ბალიმენა | 20:00

  • 6 ოქტომბერი - გერმანია V საქართველო | შიუკო არენა - ბილეფელდი | 22:45 

სხვა სტატიები