"ყველაფერს გავაკეთებთ საბერძნეთის დასამარცხებლად" - ვახტანგ სალია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. ახალგაზრდულ ნაკრებს, ქუთაისის ტორპედოს და 21-წლამდელთა ნაკრების მცველი - ლუკა ლაცაბიძეც შემოუერთდა.
მოახლოებულ მატჩებამდე ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ისაუბრეს:
ჯერჯერობით სრულად არ შევკრებილვართ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, ხვალიდან ალბათ სრულად შევიკრიბებით. პირველი თამაში საბერძნეთთან უნდა ჩავატაროთ, ეს მოახლოებული ციკლი ჩვენთვის ბოლოა და ძალიან კარგი მეტოქეები გვყავს.
აღნიშნული თამაშები ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან ძალიან კარგ გუნდებს ვეთამაშებით, პირველი თამაში საბერძნეთთან გვაქვს, რომელიც პირველი ადგილზეა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თამაშის კარგად ჩატარება, რადგან ბოლო საშინაო მატჩია და შემდეგ უკვე მოვემზადებით მომდევნო შეხვედებისთვის და ხალხს ვთხოვ, რომ 26 სექტემბერს მოვიდნენ მიხეილ მესხის სტადიონზე და ერთად იმედია შევძლებთ ყველაფრის მიღწევას. - სანდრო ნარიმანიძე - 21-წლამდელთა ნაკრების წევრი
ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ეს ბოლო 1-2 წელი, რადგან არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ ვიყავი და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ უკვე დროა მგონი, რომ დავბრუნდე და ხალხს ჩემი შესაძლებლობები ისევ ვაჩვენო.
რამდენიმე თვეა რაც დავბრუნდი და უკვე რამდენიმე თამაშიც ჩავატარე და ვფიქრობ ფორმაში უკვე შევდივარ. გულშემატკივარს ვთხოვ, რომ შეხვედრას დაესწროს, რადგან ვფიქრობ რომ ძალიან ჩემი აზრით საინტერესო და კარგი თამაში გამოვა. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ საბერძნეთის დასამარცხებლად და იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. - ვახტანგ სალია - 21-წლამდელთა ნაკრების წევრი
26 სექტემბერი - საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი | 19:00
1 ოქტომბერი - ჩრ. ირლანდია V საქართველო | შოუგრაუნდსი - ბალიმენა | 20:00
6 ოქტომბერი - გერმანია V საქართველო | შიუკო არენა - ბილეფელდი | 22:45
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიეტუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი, ავსტრია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი, ჩეხეთი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლ იუნაიტედი).