Belive

U21 | საქართველომ ლატვიასთან ფრედ ითამაშა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში ლატვიასთან ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის 41-ე წუთზე საქართველოს ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი, გიორგი გვასალია გააძევეს და ჩვენი ნაკრები კაცნაკლული დარჩა. 53-ე წუთზე ლატვია მარკუს სტროდსის გოლით დაწინაურდა, ხოლო 85-ე წუთზე ანგარიში ირაკლი ეგოიანმა გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 6 ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა (1 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას საქართველოს ასაკობრივი გუნდი 31 მარტს მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სრულად, სატურნირო ცხრილი F ჯგუფში ასე გამოიყურება:

  1. საბერძნეთი - 18 ქულა

  2. გერმანია - 15 ქულა

  3. ჩრდილოეთ ირლანდია - 7 ქულა

  4. საქართველო - 6 ქულა

  5. ლატვია - 5 ქულა

  6. მალტა - 0 ქულა

სხვა სტატიები