U 21 | უკრაინამ საფრანგეთს მოუგო, საქართველომ ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთს 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრების გუშინდელი მარცხის მიუხედავად, ჩვენი გუნდი პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებდა - ამისთვის დღეს ინგლისს პორტუგალიისთვის უნდა მოეგო (რაც ასე მოხდა), საფრანგეთს კი - უკრაინისთვის. ასეთ შემთხვევაში, საქართველოსა და უკრაინას შორის, 7 ივლისს, რუმინეთში, გაიმართებოდა მატჩი, რომელშიც ოლიმპიადაზე მონაწილე ნაკრების ვინაობა გაირკვეოდა.
შედეგად, საქართველოს, უკრაინელთა გამარჯვების შემდეგ, ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი აღარ აქვს.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ინგლისი - ისრაელი, ესპანეთი - უკრაინა. ოლიმპიადაზე თამაშის უფლება ისრაელმა, უკრაინამ და ესპანეთმა მოიპოვეს.
🇺🇦 Ukraine into the last four! 👏#U21EURO pic.twitter.com/3e385HGDFY
— UEFA U21 EURO (@UEFAUnder21) July 2, 2023