U 21 | საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მოლდოვას მოუგო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვა სტუმრად 1:0 დაამარცხა.
რამაზ სვანაძის გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა.
გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე ჯადული იობაშვილმა გაიტანა, რომელმაც ლაშა ოდიშარიას გადაცემით ისარგებლა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 2 თამაშის შემდეგ 6 ქულა აქვს და C ჯგუფის მეორე პოზიციაზეა (პირველზე ნიდერლანდებია).
საქართველო მომავალ შეხვედრას 12 ოქტომბერს, შინ, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.