Belive

U 21 | ინგლისმა პლეი-ოფი გაინაღდა, გერმანიამ ჩეხეთთან წააგო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს C ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისში ინგლისმა ისრაელს გორდონისა და სმიტ-როუს გოლებით მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

მეორე მატჩი ბათუმში გაიმართა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა - გერმანიამ ჩეხეთთან 1:2 წააგო. გერმანელებმა მოგება ვერც პირველ ტურში მოახერხეს (1:1 ისრაელთან) და შედეგად, სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზე არიან.

ამ მომენტისთვის ინგლისს პლეი-ოფის საგზური განაღდებული აქვს, მეორე ადგილს კი 3 ქულით ჩეხეთი იკავებს. იმ შემთხვევაში თუ ბოლო ტურში ჩეხები ისრაელთან არ წააგებენ, მეოთხედფინალში მეორე ადგილით გავლენ.

სწორედ C ჯგუფის პირველ-მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს შეხვდებიან A ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიც ასპარეზობს და 2 ტურის შემდეგ პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები