U 21 | 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს C ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე გაირკვა.
ბათუმში ინგლისმა გერმანიას 2:0 მოუგო, ქუთაისში კი ისრაელმა ჩეხეთი 1:0 დაამარცხა.
შედეგად, C ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით ინგლისი გავიდა (რაც ამ ტურამდეც ცნობილი იყო), მეორე ადგილი კი 4 ქულით ისრაელმა დაიკავა.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ ისრაელი იქნება. მატჩი შაბათს, პირველ ივლისს, ,,დინამო არენაზე'' გაიმართება.