პოლონეთის ნაკრების მეკარე: ,,დღეს ფეხბურთის ღმერთები ჩვენკენ არ იყვნენ''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარემ, კაცპერ ტობიაშმა, საქართველოსთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ბოლო წამებში მარცხი მტკივნეულია. დღეს ფეხბურთის ღმერთები ჩვენ მხარეს არ იყვნენ, თუმცა ყოველთვის ვამბობ, რომ კარმა მიდის და მოდის. ამიტომ, იმედია, შემდეგ მატჩში ის დაგვიბრუნდება...
ჯგუფში კიდევ 2 შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს საკმარისად კონცენტრირებულები არ ვიყავით, უმაღლეს დონეზე კი როცა 100%-ით მზად არ ხარ, ასეთები ხდება.'' - კაცპერ ტობიაში
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 2:1 დაამარცხა.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის უგოლოდ, 0:0 დასრულდა. შესაბამისად, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3 ქულით ვლიდერობთ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მომავალ მატჩს შაბათს, 14 ივნისს, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს.