Belive

Tutto Juve: "მამარდაშვილი იუვენტუსის N1 სატრანსფერო სამიზნეა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიური და კერძოდ კი ტურინული გამოცემა "Tutto Juve" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ კი, "Tutto Juve"-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ბებერი ქალბატონების" პირველი მთავარი სამიზნე, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, 23 წლის ქართველი მეკარე - გიორგი მამარდაშვილი იქნება.


"ვალენსიის ფინანსურმა მდგომარეობამ შესაძლოა კლუბის ლიდერებისა და მთავარი ვარსკვლავების გაყიდვა გამოიწვიოს. ესპანური კლუბი სერიოზულ კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდა და შესაძლოა იძულებულები გახდნენ, რომ ფინანსური მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მათ კლუბის ვარსკვლავების გაყიდვა დასჭირდეთ.

ფინანსური გაურკვევლობის პირობებში, ერთ-ერთი გამორჩეული სახელი და გვარი გიორგი მამარდაშვილია, 23 წლის ქართველი მეკარე, რომელიც ბოლო სეზონებში "ვალენსიას" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ლიდერი გახდა.

მისმა ნიჭმა და პოტენციალმა მიიპყრო პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესი, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის", "ნიუკასლისა" და "ტოტენჰემის".

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შესნის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით აკავშირებს, თუმცა მან შესაძლოა "ბებერი ქალბატონები" ნაადრევად დატოვოს, მისი იდეალური ჩამნაცვლებელი კი გიორგი სწორედ 23 წლის ქართველი მეკარე იქნება..." - ვკითხულობთ "Tutto Juve" სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ღირსებას 2022 წლის 1 იანვრიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 4 წლის განმავლობაში, 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გახანგრძლივებული.

არასრული 2 წლის განმავლობაში, 23 წლის ქართველი მეკარე კლუბის "ერთ-ერთ" ლიდერად და ყველაზე სტაბილურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება €30 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები