Belive

ტურში გატანილი გოლების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დამყარდა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის გასული ტური განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა - მე-5 ტურში სულ 67 გოლი გავიდა, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია.

აქამდე რეკორდი 2000-2001 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა პირველსავე ტურში გუნდებმა 63 გოლი გაიტანეს, თუმცა სხვაობა ისაა, რომ მაშინ ტურში 16 მატჩი ჩატარდა, ახლა კი - 18.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე უხვგოლიანი ტურები:

  1. 2024-2025 წლების სეზონის მე-5 ტური - 67 გოლი 18 მატჩში

  2. 2000-2001 წლების სეზონის პირველი ტური - 63 გოლი 16 მატჩში

  3. 2020-2021 წლების სეზონის მე-3 ტური - 62 გოლი 16 მატჩში

  4. 2022-2023 წლების სეზონის მე-5 ტური - 59 გოლი 16 მატჩში

  5. 2021-2022 წლების სეზონის მე-3 ტური - 59 გოლი 16 მატჩში

მე-5 ტურის 18 შეხვედრიდან 9-ში მინიმუმ 5 გოლი გავიდა, 5-ში კი - მინიმუმ 6. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ,,იანგ ბოიზსა'' და ,,ატალანტას'' შორის შედგა, რომელიც იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:6 დასრულდა.