Belive

თურქი ჟურნალისტი: "მიქაუტაძე ჩვენთან აუცილებლად გადმოვა და ეს საუკეთესო ტრანსფერი იქნება"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპულ სპორტულ მედია საშუალებებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე.

"ლიონის" ქართველ შემტევს ისეთი მსურველები ჰყავს, როგორიცაა "ლევერკუზენი", "ევერტონი" და "გალათასარაი". ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "გალათასარაისა" და "ლიონის" წარმომადგენლებს შორის ოფიციალური საუბარიც შედგა, თუმცა კლუბები სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი "გალას" მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიქაუტაძეს რამდენიმე წელია აკვირდებიან და დიდი სურვილი აქვთ, რომ ქართველი ფორვარდი თურქულ გრანდში მიიყვანონ.

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა თურქმა საფეხბურთო მიმომხილველმა - ზეკი უზუნდურუკანმა, ქართველი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"ოკან ბურუკს უკვე ძალიან დიდი ხანია მოსწონს მიქაუტაძე და ჩემთან პირად საუბარშიც უთქვამს, რომ დამემახსოვრებინა ის ფაქტი, რომ ქართველ ფორვარდს გალათასარაიში მოიყვანდა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიქაუტაძე გალათასარაისი მთავარი სამიზნე იქნება და ბურუკს ვინც მოსწონს და ვისაც აკვირედება, ბოლოს გუნდში მაინც მოჰყავს.

ვფიქრობ, რომ თუ ქართველი ფორვარდი გალათასარაიში ტრანსფერს დათანხმდება, ეს იქნება "სატრანსფერო ბომბი".

ჟორჟი აქ ძალიან ძალიან მაგრად ითამაშებს და შესაძლებლობა ექნება, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს. მისი სათამაშო სტილი გალათასარაის ბრძოლისუნარიანობასა და სულს უხდება..." - ზეკი უზუნდურუკანი

გიორგი მიქაუტაძემ "ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 7 გოლის გატანა შეძლო. ქართველი შემტევისთვის განსაკუთრებით პროდუქტიული დეკემბრის თვე გამოდგა და ბრწყინვალე თამაშის შედეგად, ის "ლიონის" დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები