Belive

თურქი გულშემატკივრების მსვლელობა დორტმუნდის ქუჩებში

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ქართველები დღეს დორტმუნდში, ზიგნალ იდუნა პარკზე, F ჯგუფის პირველ შეხვედრაში, თურქებს დაუპირისპირდებიან.

დილიდან, გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური აფრთხილებს დასავლეთ და ცენტრალური გერმანიის ქალაქებს, რომ შუადღიდან ძლიერი ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი. ევრო 2024-ის მასპინძელმა რამდენიმე ქალაქმა, კიოლნმა, დიუსელდორფმა და გელზენკირხენმა გადაწყვიტეს დაეხურათ გულშემატკივართა ზონები - რეკომენდაციის გამო.

'ვესტფალენპარკში' დახურული დარჩება ფანზონები, თუმცა თურქეთის ნაკრების გულშემატკივრები შეხვედრისთვის საზეიმო განწყობით ემზადებიან. დორტმუნდში თურქები დილიდან იკრიბებიან და მსვლელობას მართავენ.

დღევანდელ შეხვედრაში, თურქეთის ნაკრები ფავორიტად მიიჩნევა. F ჯგუფში, ჩვენთან და თურქეთთან ერთად, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებები არიან, ისინი დღის ბოლო შეხვედრას ჩაატარებენ და ევრო 2024-ის პირველი ტური ამით დაიხურება.

სხვა სტატიები