თურქეთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი | Transfermarkt-ის მიხედვით
საფეხბურთო სატრანსფერო საიტმა Transfermarkt-მა, თურქეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული შეადგინა, რომლებმაც კარიერაში თავისი სატრანსფერო ფასის მაქსიმუმს მიაღწიეს. პირველ ადგილს 75 მილიონი ევროთი კენან ილდიზი იკავებს, ის თანამემამულე არდა გიულერს 15 მილიონით უსწრებს.
სრულად, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული თურქი ფეხბურთელების TOP 10 ასე გამოიყურება:
კენან ილდიზი (იუვენტუსი) - 75 მილიონი ევრო
არდა გიულერი (რეალ მადრიდი) - 60 მილიონი ევრო
ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) - 45 მილიონი ევრო
ჩაღლარ სოიონჯუ (ლესტერი) - 45 მილიონი ევრო
ორკუნ კოკჩუ (ფეინოორდი) - 35 მილიონი ევრო
ჩენგიზ უნდერი (რომა) - 35 მილიონი ევრო
არდა თურანი (ატლეტიკო მადრიდი) - 35 მილიონი ევრო
ოზან კაბაკი (შალკე) - 32 მილიონი ევრო
ფერდი კადიოღლუ (ფენერბაჰჩე) - 30 მილიონი ევრო
მერიჰ დემირალი (იუვენტუსი) - 30 მილიონი ევრო