Belive

ტულუზასთან მატჩამდე, ნასერ ალ-ხელაიფი და მბაპე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პსჟ-სა'' და ,,ტულუზას'' შორის საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურის შეხვედრის წინ, პარიზული კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი კილიან მბაპეს დაუპირისპირდა. ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დაპირისპირების მიზეზი პარასკევს გავრცელებული ვიდეო იყო, რომელშიც კილიანმა ,,პარი სენ ჟერმენიდან'' წასვლა დააანონსა. ფეხბურთელმა მადლობა უამრავ ადამიანს, მათ შორის თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, დირექტორებსა და გულშემატკივრებს გადაუხადა, თუმცა მიმართვაში ალ-ხელაიფი არ უხსენებია. პრეზიდენტმა კილიანს ამის შესახებ კითხვა დაუსვა და უკმაყოფილება გამოხატა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

არაერთი ავტორიტეტული გამოცემა წერს, რომ მბაპეს მომავალი გუნდი ,,რეალი'' იქნება და მასსა და ,,სამეფო კლუბს'' შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 44 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები