არტეტა: "ძალიან მარტივად შეეძლოთ პენალტი ჩვენთვისაც მოეცათ"
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიკელ არტეტამ, არსენალი 2006 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ მოქმედ ჩემპიონებთან დამარცხდნენ და დიდება ზედიზედ მეორედ, პსჟ-ს შეხვდა. პრესკონფერენციაზე ესპანელი სპეციალისტი, განსაკუთრებით ერთ მომენტს ახსენებდა, როცა პსჟ-ს კარში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა (საჯარიმოში მადუეკეს წაქცევა).
ძალიან რთულია შეეგუო, როდესაც ფინალამდე ასე თანმიმდევრულად თამაშობ და პენალტებში აგებ.
მსაჯმა ერთნაირ ეპიზოდებში სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო. მადუეკეს შემთხვევაშიც უმარტივესად შეიძლებოდა ჩვენთვის პენალტი მოეცა, თანაც მოსკერას დარღვევის გამო მათ დაუნიშნა თერთმეტმეტრიანი.
ძალიან ვამაყობ ფეხბურტელებით. ამ ვითარებაში შინაგანად ვიწვით, ძნელია იმის გადატანა, რომ ფინალამდე ბრწყინვალედ მიდიხარ და ნანატრ ტიტულს ვერ წვდები.
2006 წლის შემდეგ ფინალში არ ვყოფილვართ, ასე რომ, ბრწყინვაალე სეზონს ვერავინ წაგვართმევს, თუუმცა ამ ტკივილსაც ვერავინ მოგვიშუშებს. - განაცხადა მიკელ არტეტამ
არსენალი პრემიერ ლიგის ჩემპიონი 22 წლის შემდეგ პირველად გახდა და შანსი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოეგო.