ტუხელმა FIFA და ფოტოგრაფები დაამარცხა
ინგლისის საფეხბურთო ნაკრები ერთ-ერთი გრანდია, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სანახაობრივი გახსნითი მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
სამმა ლომმა არლინგტონში ხორვატია 4:2 დაამარცხა, თუმცა მატჩის დაწყების წინ მოხდა ინციდენტი, რომელმაც ტომას ტუხელი გააღიზიანა - ჰიმნების შესრულების დროს, გერმანელი სპეციალისტისა და მისი სათადარიგოთა სკამის წინ ფოტოგრაფების კედელი იყო აღმართული, რაც ტუხელს საკუთარი ფეხბურთელების დანახვის შესაძლებლობას არ აძლევდა.
“Le ruego a FIFA que cambie la posición de los fotógrafos en el himno, NO PODÍA VER A MI EQUIPO.
— Sudanalytics (@sudanalytics_) June 18, 2026
Estaba esperando este momento, fue muy especial, y estaba frente a un MURO DE 50 FOTÓGRAFOS. ARRUINÓ MI EXPERIENCIA”.
La calentura de Thomas Tuchel. 🤬🏴 pic.twitter.com/ZlwYxb7JGb
ტომას ტუხელმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული წესი შეიცვალოს. FIFA-მ თავდაპირველად გერმანელი სპეციალისტის მიმართვა არ მიიღო, მაგრამ მოგვიანებით ცვლილებას დათანხმდა. ახალი რეგულაციის თანახმად, ეროვნული ჰიმნების დროს ფოტოგრაფები მოედნის ცენტრთან, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაჯგუფდებიან.
ინგლისის საფეხბურთო ნაკრები მორიგ მატჩს 23 ივნისს, 23:55 საათზე ითამაშებს - სამი ლომი განას დაუპირისპირდება.