Belive

ტუხელმა ერთგულ დიასახლისს შვილის გულის ოპერაციის ხარჯები დაუფინანსა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაშინ, როდესაც ტომას ტუხელი 2018 წელს "პსჟ"-ს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ის საცხოვრებლად მეუღლესთან ერთად მდიდრულ სახლში გადავიდა. გერმანელი სპეციალისტის ოჯახმა სახლის სისუფთავეზე საზრუნავად ფილიპინელი დიასახლისი დაიქირავა. ქალბატონი ტუხელის ოჯახს ერთგულად ემსახურებოდა. დროის გასვლის შემდეგ კი ტომასმა და მისმა მეუღლემ შეიტყვეს, რომ დიასახლისის ასეთი მონდომება უმეტესწილად განპირობებული იყო შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - მას გულზე ოპერაცია ესაჭიროებოდა. ტუხელის ოჯახმა საკუთარი სურვილით დააფინანსა ფილიპინელი ქალის შვილის ოპერაციის ხარჯები. გარდა ამისა, "პსჟ"-ს ყოფილმა მწვრთნელმა ქალბატონს ოცნება აუსრულა და ფილიპინებში მდიდრული ვილა გადასცა. პარიზული კლუბიდან ტუხელი გაათავისუფლეს, ის კი ლონდონში, "ჩელსიში" სამუშაოდ გადასვლისთვის ემზადებოდა. ტომასს ქალბატონისთვის მიცემული პირობა არ დავიწყებია, რის შემდეგაც ფილიპინელი ქალბატონი სამშობლოში, მონატრებულ ოჯახის წევრებთან დააბრუნა.

სხვა სტატიები