შესაძლოა პრემიერ ლიგამ ჩელსი მკაცრად დასაჯოს
Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსის" ქულების დაკლება ემუქრება.
Guardian-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, საქმე აბრამოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში ათობით მილიონ ფუნტს ეხება. საეჭვო ნიუანსები გამოიკვეთა ვილიანისა და სამუელ ეტოოს სატრანსფერო გარიგებებშიც. ასევე კითხვის ნიშნებია ედენ აზარის აგენტის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიას საჭირო ფაილები კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ ნებაყოფლობით გადასცა. Guardian-ის მტკიცებით, თუ ყველა ბრალდება დამტკიცდა, ლონდონელები მკაცრად დაისჯებიან. მათ შორის ქულების დაკლებითაც, თუმცა, ეს "არისტოკრატებისთვის" ყველაზე მსუბუქი სასჯელი იქნება.
აბრამოვიჩის დროს "ჩელსიმ" 18 მთავარი ტიტული მოიგო, რაც 19 წლის განმავლობაში ინგლისურ კლუბებს შორის საუკეთესო შედეგია. ამ პერიოდში ლონდონელებმა პრემიერ ლიგის ხუთ ტიტულს, ასოციაციის ხუთ თასს, ლიგის სამ თასს, ორ ჩემპიონთა ლიგას, ორ ევროპა ლიგას, ორ Community Shields, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასს და უეფას სუპერთასს მოუყარეს თავი.