Belive

ტუხელის პირველი კომენტარი შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, გერმანელმა ისეთი ფეხბურთელები დატოვა განაცხადს მიღმა, როგორებიც არიან: ჰარი მაგუაიერი, ფილ ფოდენი, კოულ პალმერი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. 

ტუხელმა განაცხადა, რომ მისი არჩევანი დიდწილად ეფუძნებოდა ერთა ლიგის საშემოდგომო შეკრებებს. მან ასევე აღიარა, რომ გამოცდილ ფეხბურთელებთან საუბარი და მათთვის იმის თქმა, რომ ტურნირზე ვერ მოხვდებოდნენ, მისი სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი იყო.

„ყველა ფეხბურთელს პირადად დავურეკე, ვინც ერთხელ მაინც იყო ჩვენთან შეკრებაზე. მინდოდა, სულ მცირე, მადლიერება და პატივისცემა მეჩვენებინა იმისთვის, რაც მათ გააკეთეს. როგორც ვთქვი, ბევრმა დაიმსახურა ჩვენთან ყოფნა“ - თომას ტუხელი

ტუხელის თქმით, სწორედ შემოდგომაზე ჩამოყალიბდა გუნდის ლიდერთა ჯგუფი და ძირითადი ბირთვი:

„ზოგ შემთხვევაში ეს უბრალოდ პოზიციების საკითხი იყო. გვინდოდა დაბალანსებული გუნდი შეგვედგინა და არა ხუთი ‘ათიანი’ წაგვეყვანა, შემდეგ კი ისინი არაბუნებრივ პოზიციებზე დაგვეყენებინა. ეს არც ფეხბურთელებისთვის იქნებოდა კარგი და არც ჩვენთვის.“ - თომას ტუხელი

თომას ტუხელმა აღნიშნა, რომ მთავარია მის მიერ შერჩეულმა შემადგენლობამ იგივე ქიმია და ინტენსივობა შეინარჩუნოს, რაც გუნდმა ერთა ლიგის შეკრებების დროს აჩვენა. ზეწოლა სწრაფად გაიზრდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ განაცხადს მიღმა რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დარჩა, რაც დიდ განხილვას იწვევს.

გერმანელი მწვრთნელის ეს რისკიანი გადაწყვეტილება საბოლოოდ ნაკრების შედეგის მიხედვით შეფასდება. მუნდიალზე „სამი ლომი“ L ჯგუფში მოხვდა, სადაც ისინი ხორვატიას, განასა და პანამას დაუპირისპირდებიან. ტუხელის გუნდი პირველ შეხვედრას 17 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები