კონფლიქტი მწვავდება: არგენტინამ ინგლისის წინააღმდეგ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო
არგენტინამ, ინგლისის წინააღმდეგ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებით, დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. არგენტინელებმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგეს, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისი 2:1 დაამრაცხეს. ამ გადაწყვეტილებამ კი "სამი ლომის" ბანაკში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანზე ბანერი აღმართეს წარწერით, "მალვინის კუნძულები არგენტინულია". საქმე ისაა, რომ არგენტინა ფოლკლენდის კუნძულებს მალვინის კუნძულებად მოიხსენიებს და ეს საკითხი, ქვეყნებს შორის, ხანგრძლივი პოლიტიკური დავის საგანია.
ამ ჟესტმა ინგლისში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ FIFA-ს მომხდარის გამოძიებისკენ მოუწოდა. ამასთან ერთად, სულ ახლახანს, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით, ინგლისის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად, 15 ივლისი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დღედ გამოცხადდა.
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: "ეს თარიღი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ინგლისის წინააღმდეგ, არგენტინის ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად შეირჩა."
ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმაც დააფიქსირა. მან ფეხბურთელების მიერ ბანერის აღმართვა სწორ გადაწყვეტილებად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს გზავნილი ყველა არგენტინელის საერთო განცდას ასახავს. თუმცა მილეი იმასაც ფიქრობდა, რომ ამის გამო, FIFA, გუნდს ჯარიმას დაუწესებდა.
Shameless Argentina create special day to mark World Cup win over England after fury over Falklands bannerhttps://t.co/Ixcrfklpb7
— The Sun Football ⚽ (@TheSunFootball) August 6, 2026