Belive

ტუხელი: ,,უცნაური გრძნობაა, მეტოქემ ორივე შანსი გოლად აქცია''

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ,,რეალთან'' მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მეტი გოლის გატანის შანსი ჰქონდა:

,,მატჩი კარგად დავიწყეთ და გოლის გატანა პირველივე წუთზე შეგვეძლო. ამის შემდეგ გეგმის შესრულება შევწყვიტეთ, გოლი გავუშვით და ყველაფერი გართულდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია გამოსწორდა, დავწინაურდით და კიდევ ბევრი შანსი გვქონდა... მესამე გოლი უნდა გაგვეტანა. უცნაური გრძნობაა, მეტოქემ ორივე შანსი გოლად აქცია.

ყველაფერი ნათელია - მადრიდში გამარჯვება ლონდონის საგზურს უდრის. შანსები ჯერ კიდევ 50/50-ზეა. ვნახოთ, რა მოხდება!'' - ტომას ტუხელი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მიუნხენის ,,ბაიერნსა'' და მადრიდის ,,რეალს'' შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

საპასუხო მატჩი 8 მაისს, მადრიდში გაიმართება.

სხვა სტატიები