კეინისა და ტუხელის კომენტარები - "რეალი ყველაზე შთამბეჭდავი გუნდია..."
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" 50 წლის თავკაცმა - ტომას ტუხელმა, "არსენალთან" მინიმალური ანგარიშით (1:0) გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 14-გზის გამარჯვებული "სამეფო კლუბი" იქნება.
მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, ტომას ტუხელმა და ჰარი კეინმა კომენტარი გააკეთეს და მომავალი მეტოქის შესახებაც ისაუბრეს.
"დღევანდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევძელით და ნახევარფინალში გავედით, სადაც ამ შეჯიბრის რეკორდსმენს შევხვდებით. მადრიდის "რეალი" განსაკუთრებული გუნდია, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრდება..." - ჰარი კეინი
"ჩვენთვის რთული ნახევარფინალი იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი სწორედ ეს არის - უდიდეს კლუბებთან თამაში. ახლა ამ გამარჯვებით ვისიამოვნებთ და შემდეგ მომავალი თამაშებისთვის მოვემზადებით." - ტომას ტუხელი
მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს "დორტმუნდის ბორუსია" და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი 1 მაისს დორტმუნდში გაიმართება. განმეორებითი შეხვედრა კი პარიზში 7 მაისს შედგება.