Belive

"თუ რეალიდან წასვლას გადავწყვეტ, კარიერას ევროპაში არ გავაგრძელებ" - კარვახალი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდის" განაპირა მცველმა დანი კარვახალმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. 32 წლის ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" მე-11 სეზონს ატარებს. ესპანელი საკუთარი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალაა და მიუხედავად ამისა, მისი წასვლის შესახებ ჭორები ვრცელდება.

როგორც თავად დანი ამბობს, "რეალში" კიდევ დიდხანს სურს თამაში.

"რეალში" დარჩენა კიდევ ბევრი წელი მსურს. MLS "რეალის" შემდეგ? შესაძლებელია. როცა აქედან წასვლას გადავწყვეტ, ევროპაში არ ვითამაშებ და ეს ყველაფერი ვარიანტებს ძალიან ამცირებს. - განაცხადა კარვახალმა Athletic-თან საუბრისას

აღსანიშნავია, რომ Top 5-ში ჩემპიონი ესპანეთიდან 2 მოთამაშე მოხვდა. ერთ-ერთი დანი კარვახალია, რომელიც GOAL-ის ვერსიით სიაში მეოთხეა პოზიციაზეა.

2023-2024 წლის სეზონში დანიმ 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, საკუთარი კარი 21-ჯერ მშრალად შეინახა. 32 წლის მცველმა ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები