"კმაყოფილი ვარ იმ გუნდით, რაც გვყავს" - იამალი ხულიან ალვარესზე საუბრობს
ხულიან ალვარესის ბარსელონაში ტრანსფერის შესახებ, მთელი ზაფხულის განმავლობაში დიდი აურზაური იყო ატეხილი. თავად არგენტინელს წასვლა სურდა, ისე ჩანდა თითქოს კლუბიც თანახმა იყო, მაგრამ პრობლემა ბარსელონა იყო. ალვარესს მხოლოდ კატალონიაში წასვლა სურდა, მაგრამ დედაქალაქელები ამაზე თანახმა არ იყვნენ. საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ალვარესიც ატლეტიკოში დარჩა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ლამინ იამალს ჰკითხეს.
ჩემი აზრით, ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. როგორც ხედავთ გოლების სიმცრეს არ განვიცდით. ის დიდებული მოთამაშეა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ გუნდით, რომელიც გვყავს. - განაცხადა ლამინ იამალმა
LAMINE GIVES HIS OPINION ON JULIÁN’S BARÇA CASE! 🚨🗣️
— MARCA in English 🇺🇸 (@MARCAinENGLISH) September 1, 2026
The Barcelona star spoke about the Argentine’s failed transfer, saying he’s a great player but that he’s happy with the squad as it is! 🔥#LamineYamal #Barcelona #JulianAlvarez #LaLiga #Football pic.twitter.com/wkP9SjMAKq
ბარსელონამ 2026/2027 წლის ლა ლიგის სეზონი სამი მოგებით დაიყო და 9 ქულით პირველ ადგილზეც არის. კატალონიელებმა საწყის ტურებში 12 გოლის გატანა შეძლეს.
რაც შეეხება ატლეტიკოს მათ 7 ქულა აქვთ და სამიდან მხოლოდ ერთი მატჩის მოგება ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ალვარესმა ამ თამაშებიდან ორი გამოტოვა და მხოლოდ ერთში 24 წუთი მიიღო.