თუ 20 გოლს გაიტანს, გამოსასყიდი თანხა შემცირდება | ალვარესის საგა გრძელდება
ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგა 2026 წლის ზაფხულის ფანჯრისას შეწყდა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ირკვევა.
მადრიდის ატლეტიკოში მზად არიან, ხულიან ალვარესში მოთხოვნილი თანხა შეამცირონ, თუკი ერთი სპეციფიკური პირობა შესრულდება. როგორც გამოცემა El Chiringuito იტყობინება, მეზეწრეების გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა პირობა დადო, რომ ფორვარდის გამოსასყიდ თანხას შეამცირებს, თუ ის 2026/2027 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 20 გოლს გაიტანს.
ზაფხულში არგენტინელი ვარსკვლავით ბარსელონა ინტერესდებოდა. თავად ფეხბურთელმაც განაცხადა გუნდის შეცვლის სურვილის შესახებ. გასულ სეზონში 26 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე გამართულ 49 მატჩში მადრიდელთა მაისურით 20 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. ერთი წლით ადრე მის აქტივში 57 შეხვედრაში 29 ბურთი და 8 ასისტი შევიდა.