Belive

წყალტუბოს სამგურალს იტალიელი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

წყალტუბოს ,,სამგურალს” 61 წლის იტალიელი სპეციალისტი როდოლფო ვანოლი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

ვანოლისთან ხელშეკრულება 2025 ბოლომდე გაფორმდა. იტალიელი სპეციალისტის ასიტენტად ალბანელი დარიო ნუჰუ იმუშავებს.

მან სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს შვეიცარიულ ,,მენდრისიოში” დაიწყო, შემდეგ იყო "ლუგანოს" მთავარი მწვრთნელი. 2006 წელს იტალიაში დაბრუნდა და "უდინეზეს" 19 წლამდე გუნდის მწვრთნელი გახდა. 2010 წელს იმუშავა ,,უდინეზეს” ტექნიკურ დირექტორად. მომდევნო კლუბი იყო ,,პორდენონე”, სადაც ერთი სეზონი დაჰყო და სამუშაოდ ბულგარეთში, სოფიას ,,ცსკა”-ს დირექტორად გადავიდა. 2012 წლიდან - 2016 წლამდე სლოვენიური ,,კოპერის” მთავარი მწვრთნელი იყო. 2016 წელს სლოვენიურ ,,ოლიმპიაში” გადავიდა. 2021 წლის თებერვალში ვანოლი ,,კოპერში” დაბრუნდა და 15 ივნისამდე იმუშავა.

მომდევნო წელს იტალიელმა სპეციალისტმა ტირანას ,,დინამოში” იმუშავა. ბოლოს კი იტალიური ,,სალერნიტანას” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო.

როდოლფო ვანოლის ფეხბურთელობის დროს ასპარეზობდა იტალიის სერია A-ში და სერია B-ში, კარიერის განმავლობაში მას ,,უდინეზეში” და ,,ლეჩეში” უთამაშია.

სხვა სტატიები