Belive

სამგურალის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე "სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა როდოლფო ვანოლიმ და მისმა ასისტენტმა დარიო ნუჰუმ გუნდი დატოვეს, ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

62 წლის სპეციალიასტი "სამგურალს" 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან წვრთნიდა, ამ პერიოდში ვანოლიმ გუნდს 20 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა. ამ მატჩებიდან სამგურალმა 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. მას კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე ჰქონდა.

„სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.