Belive

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში - ჯიმი ტაბიძე ნაკრებს ვერ დაეხმარება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრები 2022 წლის დასკვნითი ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2022/23 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის მატჩებში, ჩრდ. მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

აღნიშნული ორი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი შეარჩია, თუმცა ფრანგ სპეციალისტს შეკრების დაწყების პირველ დღეს იძულებითი შეცვლის განხორციელება მოუწია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობას "დინამო თბილისის" ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე გამოაკლდა, რომელმაც ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში "გაგრას" წინააღმდეგ (1:0), ტვინის შერყევა მიიღო და ნაკრებში სწორედ ამ მიზეზით ვერ გაემგზავრა.

რაც შეეხება ტაბიძის შემცვლელს, მას "დინამო ბათუმის" მარჯვენა მცველი, გრიგოლ ჩაბრაძე ჩაანაცვლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო).

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

საქართველოს ნაკრების სექტემბრის კალენდარი:

23 სექტემბერი - 20:00

საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია 

26 სექტემბერი - 22:45

გიბრალტარი - საქართველო

სხვა სტატიები