წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 29 წლის მონტენეგროელი წყალბურთელი იოვანსავიჩი დაიმატა.
ლეგიონერი 10 წლის განმავლობაში ეროვნული გუნდის ღირსებას წარმატებულად იცავდა და ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორებიც "იადრანჰერცეგ-ნოვი" "ვაშაში ბუდაპეშტი", "პაოკიტესალონიკი", "ნოისი ლე-სეკ პარიზი" და "ტელიმარპალერმოა".
იოვანსავიჩი 2014 წელს, დუბაიში, მსოფლიო თასის და 2018 წელს, ესპანეთში გამართული Fina cup-ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.