Belive

ცნობილია, რამდენმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა რონალდუ ირლანდიასთან გაძევების გამო

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ირლანდიასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრის გამოტოვება არ მოუწევს.

პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან წაგების შემდეგ ერთი მატჩი უკვე ჩაატარა (სომხეთთან), რომელშიც კრიშტიანუს არ უთამაშია. შესაბამისად, 40 წლის ფეხბურთელმა სასჯელი უკვე მოიხადა.

რონალდუმ წითელი ბარათი ( (პირველად სანაკრებო კარიერაში) ირლანდიასთან შეხვედრის 59-ე წუთზე, დარა ო'შის წინააღმდეგ უხეშობისთვის (იდაყვი ჩაარტყა) მიიღო.

მას მუნდიალის მატჩების გამოტოვება რეალურად ემუქრებოდა, რადგან ფიფას სადისციპლინო კოდექსის თანახმად, ,,თუ ფეხბურთელი მოედნიდან გაძევებულია მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის - მათ შორის იდაყვის, მუშტის ან ფეხის დარტყმისთვის, კბენისთვის ან შეფურთხებისთვის'', ის, შესაძლოა, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. პორტუგალიელებს კი მომავალი ოფიციალური მატჩი უკვე სწორედ მუნდიალზე ელით.

სხვა სტატიები